გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა
25 იან 2018
 

➡️ 25 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა.

➡️სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ხელმძღვანელობდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისიწნებული 4 საკითხი განიხილეს.

➡️საკრებულომ მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცებას.

➡️1000 –1000 ლარით დაჯიდლოვდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები – რობერტი კობლიაშვილი და თორნიკე ძამაშვილი, რომლებმაც მიმდინარე წლის საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვეს გამარჯვება და დაიკავეს პირველი ადგილი.

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის“ შესაბამისად აგრეთვე დაჯილდოვდა რობერტი კობლიაშვილის მწვრთნელი იმედა ფრეწუაშვილი.

➡️კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც გარდაბნის საკრებულომ დაუჭირა მხარი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად 6 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემას შეეხებოდა.

➡️საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების განხილვა სხდომამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განხორციელდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 610
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123