გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

რამაზ ბუდაღაშვილი მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს
19 იან 2018
 

 

გილოცავთ ნათლისღებას! ეს  ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს.

სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ქრისტემ წყლითა და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება. ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს ნათლისღების დღესასწაულს!  უფლის წყალობას ვუსურვებ თითოეული თქვენთაგანის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

 

   პატივისცემით, 

   გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 332
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123