გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

აღთაკლიაში ახალი საწარმო იხსნება
16 იან 2018
 

16 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „კრაფტისა“ და საკონსულტაციო ფირმა  შპს „B.S. group“-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კერძოდ, შპს „კრაფტმა“ წარმოადგინა დოკუმენტი სანებართვო საქმიანობის შესახებ  და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

კომპანია „კრაფტმა“ დაასრულა თაბაშირის საწარმოო ხაზის მშენებლობა და მალე  საქართველოს ბაზარზე მათ მიერ თაბაშირზე წარმოებული მშრალი შენაერთები გამოჩნდება.

ეს საწარმო  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ  აღთაკლიაში მდებარეობს, რომლის საერთო ფართობი  4515  კვ.მ-ს შეადგენს.   კომპანია ნედლეულს რაჭიდან, კერძოდ ამბროლაურის რაიონიდან შემოიტანს, რომლის გადამუშავება  დახურულ ნაგებობაში განხორციელდება.  კომპანიაში   ადგილობრივი მოსახლეობიდან 40-მდე ადამიანი  დასაქმდება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვას დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი, მერის წარმომადგენელი აღთაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ალლახვერდ შამილოვი,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ეკა ელგენდაშვილი, შპს „კრაფტის “ წარმოების მენეჯერი ზაზა კაპანაძე, შპს „B.S. group“-ის მენეჯერი დავით მაყაშვილი.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 721
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123