გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

შეცდომებით დანაგვიანებული სიუჟეტი „იმედის დილის“ ეთერში
12 იან 2018
 

12 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ გავიდა სიუჟეტი,რომელშიც საუბარი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში დანაგვიანებულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტში ჟურნალისტმა არაერთი შეცდომა დაუშვა და ტელემაყურებელს არასრულყოფილი, ნახევარსიმართლის შემცველი ინფორმაცია მიაწოდა. არასრულყოფილი ინფორმაცია კი, მოგეხსენებათ, ტყუილის ტოლფასია.

სიუჟეტის ავტორმა, ჟურნალისტმა ირინა დოგრაშვილმა ა(ა)იპ „სუფთა ქალაქის“ დირექტორ გურიელ ჯოხაძის სტატუსი ორჯერ არასწორად დაასახელა _ ჯერ „გარდაბან-განათებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსად, ხოლო შემდეგ „დასუფთავების სამსახურის უფროსად“ წარმოგვიდგინა.

ჟურნალისტმა ირინა დოგრაშვილმა მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 17 საათსა და 52 წუთზე, დაურეკა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს_ რამაზ ბუდაღაშვილს, მერმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და ოდნავ მოგვიანებით დაკავშირებოდა, მაგრამ ჟურნალისტს მისთვის აღარ დაურეკავს, სიუჟეტში კი აღნიშნა, რომ მთელი დღის ლოდინის შემდეგ გარდაბნის მერმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

მერის, რამაზ ბუდაღაშვილის პასუხი კი ასეთია, რომ მყისიერად შეისწავლა აღნიშნული პრობლემა და აღმოფხვრა. მან სპეციალური ჯგუფი გაგზავნა და ტერიტორია ნაგვისგან უკვე გაწმინდეს. გარდა ამისა, იანვრის ბოლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაიმართება დასუფთავების აქცია, რომელშიც მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ უკანონო ნაგავსაყრელზე მრავალი წელია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან. პოლიეთილენის ბოთლების დიდი რაოდენობა კი ბოლო დროს არის დაყრილი. ამჟამად, პრობლემა მოგვარებულია, ხოლო იგივე რომ არ განმეორდეს, აღნიშნული ტერიტორია გარდაბნის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ პერიოდულად გაკონტროლდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 130
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
233
ნოემ 20 ორშ 2017
202
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240