გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ქალაქ გარდაბანში საშობაო „ალილო“ გაიმართა
07 იან 2018
 

 

7 იანვარს, კულტურის ცენტრისა და მამა ზურაბის ორგანიზებით ქალაქ გარდაბანში გრანდიოზული საშობაო მსვლელობა - „ალილო“ მოეწყო, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის შობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულდა.

შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს. ალილოში სასულიერო პირები, გარდაბნის მაცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე - ტარეილ ჯანხოთელი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ.

შობის დღესასწაულისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილეებმა, მერიის სამსახურების, ა(ა)იპ ცენტრების და შპს-ების თანამშრომლებმა თანხა და სურსათ-სანოვაგე შეაგროვეს, რომელიც მოსახლეობის შემოწირულობებთან ერთად, ალილოს დასრულების შემდეგ, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატს, საოჯახო ტიპის ბავშვთა დაწესებულება - „ჩვენი სახლის“ ბენეფიციარებს და სოფელ ლემშვანიერასა და ვახტანგისში მოქმედი ეკლესიებისთვის ამავე სოფლების მოძღვარს, ბერ-მონაზონ მამა ნეოფიტეს გადაეცა.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 132
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
233
ნოემ 20 ორშ 2017
202
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240