გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

კულტურის სახლში საახალწლო კონცერტი გაიმართა
03 იან 2018
 

 

28 დეკემბერს, ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში საახალწლო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთიები“, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებაში გაერთიანებული №1,№2, №3 და №4 ბაგა-ბაღები, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სართიჭალის ფილიალთან არსებული თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი წრე, .ქ.გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, ქ.გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თეთნულდი“, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სვანთა“, ა( ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სართიჭალის ფილიალთან არსებული ქორეოგრაფიული წრე "ათინათი", ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში არსებული ქ. გარდაბნის სამუსიკო სკოლა, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფი „დარბუკის მეფენი“ - KINGS OF DARBUKA. კონცერტს მომღერლები - პაატა თედიაშვილი და ქეთევან გომართელი უძღვებოდნენ.

 გაცნობებთ, რომ საახალწლო გალა-კონცერტისთვის გათვალისწინებული თანხებით მუნიციპალიტეტის მერიამ სასაჩუქრე სურსათ-სანოვაგე შეიძინა. მერიისგან საჩუქრები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერან შშმ პირთა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს გადაეცათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 125
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
233
ნოემ 20 ორშ 2017
202
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240