გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბოშათა თემის წარმომადგენლებისთვის
22 დეკ 2017
 

 

ქალაქ გარდაბანში შპს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრ „სანოში“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებითა და გარდაბნის მერიის მხარდაჭერით, აღთაკლიაში მცხოვრებ ბოშათა თემის წარმომადგენლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

ა(ა) იპ  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრმა“, დიაგნოსტიკურ ცენტრ „სანოს“ C ჰეპატიტის დასადგენი სწრაფი ტესტები მიაწოდა. ბოშებმა უფასო სამედიცინო შემოწმება გაიარეს  ყელ-ყურის ექიმთან, გინეკოლოგთან, პედიატრთან, ოჯახის ექიმთან, ენდოკრინოლოგთან, ნევროპათოლოგთან და რევმატოლოგთან. თითოეულ მათგანს აგრეთვე ჩაუტარდა ექოსკოპიური და სისხლის სამედიცინო გამოკვლევა.

ბოშათა თემის წარმომადგენლების ტრანსპორტირება სოფელ აღთაკლიიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 139
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
233
ნოემ 20 ორშ 2017
202
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240