გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

„რწყილი და ჭიანჭველა“- პრემიერა სოფელ ნორიოში
14 დეკ 2017
 

13 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს კულტურის სახლში საბავშვო სპექტაკლის -  „რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი  ადგილობრივი თეატრალური წრის   სამხატვრო ხელმძღვანელის - თამარ ტაკაშვილის რეჟისორობით დაიდგა.  მან  წრე ერთი წლის წინ შექმნა და 14 წევრი ჰყავს.  ეს გახლდათ „რწყილი და ჭიანჭველას“ გათანამედროვებული ვარიანტი, რომლის სცენარზეც თამარ ტაკაშვილმა და ამავე წრის წევრმა, გურამ აბრამიშვილმა იმუშავეს.

რწყილის როლი გურამ აბრამიშვილმა შეასრულა, ხოლო ჭიანჭველის - ბარბარე მესტვირიშვილმა.  სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების  უდიდესი მოწონება დაიმსახურა.  როგორც აღნიშნული თეატრალური წრის ხელმძღვანელმა, თამარ ტაკაშვილმა აღნიშნა, მცირეოდენი ფინანსური დახმარება რომ ჰქონდეთ, თუნდაც დეკორაციის შესაქმნელად, გაცილებით მაღალი ხარისხის სპექტაკლებს დადგამდნენ. აღნიშნულ სპექტაკლზე  კი დეკორაციაც და კოსტიუმებიც პატარა მსახიობებმა  საკუთარი სახსრებით შექმნეს. 

თეატრალური წრე მეორე სპექტაკლზე, „ნაცარქექიას“ თანამედროვე ვარიანტზე მუშაობს, რომლის პრემიერაც 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 149
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
233
ნოემ 20 ორშ 2017
202
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240