გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული გარდაბანში
05 დეკ 2017
 

 

5 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალ მირზოევი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი დაესწრნენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გააცნო. სოფო კილაძე განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობით დაინტერესდა. „ჩვენი ძალისხმევით შევეცდებით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი პრობლემები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული ენის უფრო ინტენსიურად სწავლების საჭიროებას, რაშიც ჩვენ აუცილებლად დავუდგებით გვერდით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფო კილაძემ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 47
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
124
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43