გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ქ. გარდაბანში უანგარო დონორთა აქცია ,,გაიღე სისხლი – გადაურჩინე სიცოცხლე“ გაიმართა
05 დეკ 2017
 

 5 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერითა და შ.პ.ს. ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკის) ინიციატივით, ქ. გარდაბანში უანგარო დონორთა აქცია ,,გაიღე სისხლი – გადაურჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.

სისხლის გადასხმის აქციაში საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან, საკრებულოს წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე მერიისა და ა(ა)აიპი–ების თანამშრომლებმაც.

შ.პ.ს. ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ საქართველოში ერთ–ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტების დამზადება და კლინიკების მომარაგება.

გაღებული სისხლი განაწილდება საქართველოს მასშტაბით როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა კლინიკებში, რომელსაც გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური დაავადებებისათვის გამოიყენებენ, დონორებს კი სისხლის კვლევის შედეგები ეცნობებათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 60
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
124
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43