გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

შეხვედრა სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან
05 დეკ 2017
 

 

5 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ჯემალ დავითაძე ესწრებოდნენ.

„კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლებმა - ნინო ალელიშვილმა და ალექსანდრე კალანდაძემ მონაწილეებს გააცნეს პროექტი - „საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესის საშუალებით.“

პროექტი საპილოტედ 27 თვის მანძილზე საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში განხორციელდება, სადაც  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი ჩაერთვება.

პროექტი საერთაშორისო  არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს  (Save The Children) პარტნიორობითა და მსოფლიო ბანკის (World Bank) დაფინანსებით ხორციელდება.   

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 366
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
142
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    142