გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს
30 ნოემ 2017
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა წარუდგინა. 

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს კომისიების დებულებებში ცვლილებების შეტანის საკითხებს. როგორც მომხსენებელმა, საკრებულოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, ნატალია შპეტიშვილმა განაცხადა, ცვლილებები განპირობებულია საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსი“ , რომლის თანახმადაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს გამგებლის ნაცვლად შეასრულებს მერი, ხოლო გამგეობის ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია.

საკრებულოს წევრებმა ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და შპს „საფეხბურთო კლუბი - გარდაბანისა“ და ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ წესდებებში წარმოდგენილ ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი.

სხდომაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი ცოპურაშვილისა და მწვრთნელის, იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების შესახებაც იმსჯელეს. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ნიჟარაძემ დეპუტატებს გააცნო კომისიის გადაწყვეტილება და მოახსენა, რომ გიორგი ცოპურაშვილმა 2017 წლის 2–7 სექტემბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. საბოლოოდ, ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის“ შესაბამისად, საკრებულომ გიორგი ცოპურაშვილი დაჯილდოვა 1000 ლარით, ხოლო მისი მწვრთნელი – 500 ლარით.

დღესვე საკრებულოზე ცნობილ იქნა საარჩევნო სუბიექტის ,,ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ზურაბი ბენდელიანის ადგილმონაცვლედ, ამავე პარტიის პარტიული სიით რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლაშა ბერუაშვილის უფლებამოსილება. 

განხილვის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა საკითხებიც, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებასა და გამხმარი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას შეეხებოდა, კენჭისყრის შედეგად დადებითად გადაწყვიტეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 59
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
124
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43