გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ნორიოს ბიბლიოთეკის გახსნიდან 125 წელი გავიდა
01 დეკ 2017
 

 

30 ნოემბერს, სოფელ ნორიოს კულტურის სახლის სააქტო დარბაზში,  „საბიბლიოთეკო გაერთიანების“ დირექტორის თინა აფრასიძისა და ნორიოს ბიბლიოთეკის სპეციალისტის ნანა მუხიაშვილის ორგანიზებით იაკობ მანსვეტაშვილის სახელობის, ნორიოს სასოფლო ბიბლიოთეკის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ბეთანია“, ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული გოგონათა ანსამბლი „ღიღილო“ , ანსამბლი „ღვთაება“, ნორიოს სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯანხოთელი და ა(ა)იპ „საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ხელმძღვანელი თინა აფრასიძე ესწრებოდნენ.

ნორიოს სასოფლო ბიბლიოთეკა 1892 წლის გვიან შემოდგომაზე გაიხსნა, ინფორმაცია გაზეთ „ივერიაში“ გავრცელდა, რომელიც ბიბლიოთეკის განვითარების საფეხურებს აქტიურად აშუქებდა, ვინაიდან ეს იყო გაზეთი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა საქართველოს მოსახლეობის შემეცნებით-აღმზრდელობით საქმიანობაში თავისი წვლილი შეეტანა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 63
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
123
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43