გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

კულტურის სახლში საგალობლების საღამო გაიმართა
29 ნოემ 2017
 

 

28 ნოემბერს ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, „კულტურის ცენტრთან“ არსებული ქართული საეკლესიო საგალობლების მგალობელთა გუნდ - „მგალობელის“ საანგარიშო კონცერტი ჩატარდა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელი და საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ნიჟარაძე დაესწრნენ. საღამოზე მოწვეული იყო სამი ტაძრის ქტიტორი მაყვალა კიკაბიძე.

გუნდ „მგალობელსა“ და ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „ბეთანიასთან“ ერთად, საღამო მოწვეულმა სტუმრებმა - ქალაქ რუსთავის ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძრისა და კარბელაშვილების კილოს საგალობლების მგალობელთა გუნდებმა გაალამაზეს.

საგალობლების საღამოს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღვდელმსახური აკაკი ლიპარტელიანი უძღვებოდა, რომელმაც ქალაქ გარდაბანში მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მშენებლობისა და სახალხო დღესასწაულის - „გარდაბნობის“ დაარსების ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, მარიამ ღვთისმშობის შობის სახელობის ეკლესია მაყვალა კიკაბიძის ხელმძღვანელობით, მოსახლეობისა და ორგანიზაციების შემოწირულობებით აიგო, რომელიც 1992 წლის 4 ოქტომბერს ამოქმედდა. სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი სახალხო დღესასწაულის - „გარდაბნობის“ აღნიშვნას.

დასასრულს, გარდაბნის „კულტურის ცენტრთან“ არსებულ ქართული ხალხური საკრავების ანსამბლ „ლაჟღვაშის“ წევრებს „ხელოვანთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან“ დიპლომები და ხატი გადაეცათ. გაცნობებთ, რომ ანსამბლის წევრებმა 25 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო "კონგრეს ჰოლში" „ქართული ხალხური ცეკვებისა და ფოლკლორის ფესტივალში“ მიიღეს მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 81
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
124
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43