გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

მუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
28 ნოემ 2017
 

28 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა - გრიგოლ ნემსაძემ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა - რამაზ ბუდაღაშვილმა,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი  საზეიმო ვითარებაში გახსნეს. საზეიმო გახსნას საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ონიანი დაესწრნენ.

მოგეხსენებათ, მანამდე არსებული ბაღის შენობა დემონტაჟს დაექვემდებარა და მის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა. საბავშვო ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით,  ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემით. ბაღი სამი ჯგუფისგან შედგება და ასამდე მოზარდს მოემსახურება.

სოფელ მუღანლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა, რომელიც შპს "პარმაღმა" შეასრულა.  პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული  ფონდიდან 157 300 ლარით,  ხოლო მეორე ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 252 000 ლარით დაფინანსდა. ბაღის მშენებლობის ღირებულებამ  409 300 ლარი შეადგინა. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 95
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
124
ნოემ 20 ორშ 2017
103
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43