გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

შეხვედრა გარდაბნელ ახალგაზრდებთან
26 ნოემ 2017
 

 

26 ნოემბერს, ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლის დარბაზში „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა ორგანიზაციის“ (,,INDEPENDENT CHILDREN & STUDENTS UNION'') ინიციატივითა და ქვემო ქართლის გუბერნიის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, თემით - „ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის“. შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე დაესწრო.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მათი სოფლისა თუ ქალაქის ყოფა-ცხოვრება გააცნეს. განიხილეს რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრეს ახალ თაობაში არსებულ პრობლემებსა და გამოსავალის ძიებაზე. აღნიშნულ საკითხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე გამოეხმაურა:

„არსებულ პრობლემებზე საუბარი და გამოსავალის ძიება მისასალმებელია...  ამიტომ, გთხოვთ თითოეულ ინიციატივაზე  მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართოთ.  განვიხილავთ და შეძლებისდაგვარად ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებით.“

გაცნობებთ, რომ  „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა ორგანიზაცია“ არაფორმალური განათლების კომპლექსურ პროგრამას „მე გხედავ შენ“ (I see you) ახორციელებს. ამ ეტაპზე ორგანიზაცია ზამთრის ბანაკისთვის  საქართველოს მასშტაბით აქტიურ ახალგაზრდებს ეძებს, რომლებიც ურეკში, ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ზამთრის ბანაკში 100-დან 120-მდე მოსწავლე გაემგზავრება.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 342
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
142
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    142