გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

საუკუნის პროექტი
27 ნოემ 2017
 

 

24 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან ერთად, სოფელ ხაშმში ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტს გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასეს.

მუნიციპალიტეტის მერი მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილი დარჩა. მისი განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს და პირველი ეტაპი დაახლოებით მაისში დასრულდება.

„ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 30 000 მოსახლეს სასმელი წყლის პრობლემას მოუგვარებს“ - აღნიშნა რამაზ ბუდაღაშვილმა.

პროექტის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენი სადგურისა და შემკრები კოლექტორის მშენებლობა, გზების მოხრეშვა და 500 ტონიანი მოცულობის რეზერვუარის მოწყობა. უკვე გაკეთებულია ერთი ბეტონის და ოთხი მიწის წყალგამყვანი არხი.

პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად ხაშმიდან სოფელ სართიჭალაში გადაინაცვლა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე კულტურის სახლის დარბაზის რეკონსტრუქცია და ძიუდოს დარბაზის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 84 847 ლარს შეადგენს. პროექტების მიმდინარეობა მერმა დადებითად შეაფასა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 123
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
124
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43