გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გამართა
24 ნოემ 2017
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, საჯარო განხილვა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებზე, საპროგნოზო მაჩვენებლებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

2018 წლის დაგეგმილ ხარჯებზე დეტალური ინფორმაცია საკრებულოს წევრებმა ა(ა)იპებისა და შპს-ების ხელმძღვანელებისგან მოისმინეს და წარმოდგენილ პარამეტრებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

საბიუჯეტო განხილვას საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მოადგილე რაფი ორუჯოვი, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს დეპუტატები, კომისიის წევრები: ზაზა ონიანი, ბაკურ ზურაბიანი, აკიფ ისმაილოვი, ბახტიარ ზეინალოვი, გაბილ გასანოვი, ჩინგიზ ალიევი, ალექსი დურგლიშვილი ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აგრეთვე, საფინანსო–საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი შალვა გურულიშვილი, საფინანსო–საბიუჯეტო განყოფილების უფროსი ბესიკ მაისურაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი აზა ონიანი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ბექა ჟღენტი, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი ავთო ჯანხოთელი, ადმინისიტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ მირანდა მეშველიანი და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებული ა(ა)იპებისა და შპს–ების ხელმძღვანელი პირები.

2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 89
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
124
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43