გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

საკრებულომ კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა
22 ნოემ 2017
 

 

22 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს.

 საკრებულოში სულ 5 კომისია მუშაობს:

1. საფინანსო–საბიუჯეტო კომისია, თავმჯდომარე – ზურაბ მჭედლიშვილი, 
2. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია, თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური, 
3. სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია, თავმჯდომარე – გიორგი გურულიშვილი, 
4. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურესების საკითხების კომისია, თავმჯდომარე – გენადი იორდანაშვილი, 
5. სოციალურ საკითხთა კომისია, თავმჯდომარე – ლევან ნიჟარაძე.

დღესვე საკრებულომ დაამტკიცა გარდაბნის მუნიციპალილტეტის მერიისა და მერიის სამსახურების დებულებები, ხოლო ცვლილება შეიტანა მერიის დაქვემდებარებულ ა(ა)იპებ–ისა და შპს–ების წესდებებში.

დეპუტატებმა დადებითად გადაწყვიტეს აგრეთვე მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა რანგირების, სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ წარმოდგენილი საკითხიც, ხოლო ძალადაკარგულად გამოაცხადეს ,,გამგეობის მოხელეთა საკონკუროს საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის #39 დადგენილება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები, რომლებმაც განაპირობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი დებულების და შესაბამისად, მოქმედი დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება, განპირობებულია საქართველოს ორგანული კანონში ,,ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით. ცვლილებების თანახმად, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ამოქმედდა, მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს გამგებლის ნაცვლად შეასრულებს მერი, ხოლო გამგეობის ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია.

 დღესვე დეპუტატებმა განიხილეს საკრებულოს წევრის, ზურაბი ბენდელიანისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხიც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 122
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
123
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43