გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა
20 ნოემ 2017
 

20 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა.


სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილმა გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 21 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი, მოგვიანებით კი საკრებულოს უხუცესი წევრი დაასახელა.


ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი სოლიკო ფურცელაძე წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.


საკრებულოს წევრებმა ჯერ დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.


გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ტარიელ ჯანხოთელი ხმათა უმრავლესობით – 33 ხმით აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ კი ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი რაფი ორუჯოვი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.


საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად ოთხი წლის მანძილზე ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობის იმედი გამოთქვა. 
,,უპირველეს ყოვლისა, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ საკრებულოს წევრობას, მადლობას მოგახსენებთ ნდობის გამოცხადებისა და მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, ჩვენი ოთხწლიანი თანამშრომლობა ბევრ კეთილ საქმეს გაგვაკეთებინებს და გავამართლებთ ჩვენი ამომრჩევლის ნდობას. მჯერა, ჩვენი საქმიანობა იქნება ღირსეული და ნაყოფიერი, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი განვითარებისთვის“, – განაცხადა ტარიელ ჯანხოთელმა.


საკრებულოს პირველ სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მისი მოადგილე დუნიამალ გაჯიევი ესწრებოდნენ. რამაზ ბუდაღაშვილმა ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

 

დღევანდელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს აგრეთვე 5 კომისიის თავმჯდომარე: 


1.საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ზურაბ მჭედლიშვილი; 


2. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – მიხეილ გედეხაური; 


3. სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი გურულიშვილი; 


4. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურესების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ – გენადი იორდანაშვილი; 


5. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ლევან ნიჟარაძე.


დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე ცნობად იქნა მიღებული ფრაქცია ,,ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნების საკითხი და თავმჯდომარედ დასახელდა საკრებულოს წევრი, ქ. გარდაბნის მაჟორიტარი წევრი, ზაზა ონიანი.


2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 36–წევრიან საკრებულოს უმრავლესობას "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო" წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ 32 მანდატის მოპოვება შეძლო. აქედან, 21 – მაჟორიტარული, ხოლო 11 – პროპორციული სისტემით.

დანარჩენი მანდატები ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: 2 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 1 მანდატი – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“, ხოლო 1 მანდატი მოიპოვა „დავით თარხან‐მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა”.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 560
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
142
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    142