გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

საცხენისობა 2017
20 ნოემ 2017
 

18 ნოემბერს, სოფელ საცხენისში სახალხო დღესასწაული „საცხენისობა 2017 “  გაიმართა. დღის განმავლობაში, სოფლის სკვერში  დამსწრე საზოგადოების განწყობის ამაღლებაზე, სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზრუნავდნენ, რომლებმაც სხვადასხვა თეატრალური თუ ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.  სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მომზადებული ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ.

გარდაბნის მერმა სიტყვით მიმართა სოფლის მოსახლეობას და დაჰპირდა, რომ მომავალი წლისთვის ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთვება  და  დღესასწაული უფრო გრანდიოზულად აღინიშნება.

ღონისძიების ორგანიზატორმა - დალი გუგუნაშვილმა,  პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს - გოდერძი ჩანქსელიანს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს - რამაზ ბუდაღაშვილსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ავთანდილ ჯანხოთელს  გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აღნიშნულ დღესასწაულს  ოთხი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და ტრადიციად იქცა.  

 
 
მნახველთა რაოდენობა: 310
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
142
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    142