გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გარდაბანში
17 ნოემ 2017
 

 

17 ნოემბერს,15:00 საათზე, ტოლერანტობის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გარდაბნის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ა(ა)იპ „კულტურის ცენტრისა“  და ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის“ ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.

მოეწყო ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“, ქალაქ  გარდაბნის, სოფელ სართიჭალის და ნორიოს კულტურის ცენტრებთან არსებული სამხატვრო წრეების აღსაზრდელებისა და  „მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის“ ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა. 

გაიმართა კონცერტი, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული წრეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი ესწრებოდნენ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 104
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
123
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43