გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

გარდაბნელი გოგონა ევროპის ჩემპიონი გახდა
01 ნოემ 2017
 

  

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, კიოკუშინ კარატეში კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონატი გაიმართა, სადაც  საქართველოს სახელით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა - ქამალა მამედოვამ იასპარეზა (55 კილოგრამ წონით კატეგორიაში) და  უპირობოდ,  ევროპის ჩემპიონი გახდა.  

 ქამალა მამედოვამ პირველ შეხვედრაზე უკრაინელი მეტოქე ვაზარით (მომგებიანი ქულა) დაამარცხა, მეორე ბრძოლა კი ესპანელთან ნოკაუტით დაამთავრა. 

ჩემპიონი საქართველოში 30 ოქტომბერს დაბრუნდა. გამარჯვებულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. 

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 159
 
 
 
სიახლე
 

    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები