გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ქალაქ გარდაბანში "გარდაბნობა 2017" გაიმართა
30 ოქტ 2017
 

 

28 ოქტომბერს, ქალაქ გარდაბანში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა“ აღინიშნა. ე.წ. თბილსრესის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა.

ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, კერძოდ თექის, გობელენისა და ტექსტილის ნამუშევრები. პარალელურად კულტურის ცენტრთან არსებულმა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ხალხურ საკრავთა ანსამბლებმა სხვადასხვა ნომრები შეასრულეს.

ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მუნიციპალიტეტში არსებული წიგნადი ფონდის გამოფენა მოაწყო.

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, გიტარის შემსწავლელი წრის მოსწავლეებმა ხალხურ საკრავებზე სიმღერები შეასრულეს, აქვე გაიმართა ცენტრის აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა და მოეწყო შემოდგომის კუთხე.

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა სოფლების ნორიოს, მარტყოფისა და სართიჭალის მუზეუმების ფონდში დაცული უნიკალური მასალების გამოფენა მოაწყო.

აქვე გაიმართა ა(ა)იპ "გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის“ ბენეფიციარების - ხელნაკეთი ნივთების, თექის ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა.

რაც შეეხება სპორტულ აქტივობას... შეჯიბრი ფეხბურთში, მკლავჭიდსა და ნარდში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

სპორტული ღონისძიებების პარალელურად, ღონისძიების ორგანიზატორებმა გარდაბნობაზე მოსული ბავშვების განწყობის ასამაღლებლად მრავალფეროვანი შოუ პროგრამა წარმოადგინეს. პატარებს საშუალება ქონდათ ატრაქციონებზე გართობის გარდა პანტომიმის თეატრისა და მხიარული ანიმატორების ერთსაათიანი გასართობი შოუ-პროგრამა ეხილათ.

საღამოს სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ნუკრი კაპანაძე, თიკა ჯამბურია, გია ნიკოლაძე, ზურაბ მოსიავა და სხვები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მსვლელობის დროს სიგელებითა და გარდაბნის სიმბოლიკიანი ორგმინით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა გენგაშვილმა, მუნიციპალიტეტის 22 სკოლადამთავრებული ოქროსმედალოსანი დააჯილდოვეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოთხ მოქალაქეს ფლორა ასკეროვას, გურიელ ჯოხაძეს, მანანა ძიძიკაშვილსა და ვაჟა გენგაშვილს კი გარდაბნის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭათ.

დღის ბოლოს კიდევ ერთი კონცერტი, ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ “33 ა“-ს მონაწილეობით გაიმართა, საღამო კი გრანდიოზული ფოიერვეკით დასრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 264
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
233
ნოემ 20 ორშ 2017
202
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240