გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

სასმელი წყლის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო
29 სექ 2017
 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებულია. პროექტი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. 

მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიგა ნემსაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თანამდებობის პირებთან - მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ჯამარაულთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილთან ერთად გაეცნო.

აღნიშნული სოფლების 30 000 მაცხოვრებელს წყალმომარაგების პრობლემა წლებია აწუხებს. არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაშია. 

პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს, ნაწილობრივ სათავე ნაგებობის-სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარის, დამცავი კედლის, ჭაბურღილების და კოლექტორის მოწყობას. ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი. 

პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 112
 
 
 
სიახლე
 

    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები