გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ნორიოში ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
19 ოქტ 2017
 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნორიოში ძიუდოს ახალი დარბაზი აშენდა, რომელიც  19 ოქტომბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს IX მოწვევის პარლამეტის წევრმა და სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა შოთა ხაბარელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - გოჩა ჯამარაულმა,  საზეიმო ვითარებაში  გახსნეს.

 ცერემონიას ასევე დაესწრნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე, ძიუდოისტები: ზურაბ ზვიადაური, ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და სპორტის სხვა ოსტატები.

აღსანიშნავია, რომ ნორიოს ძიუდოს დარბაზს ევროპის სამგზის და  მსოფლიოს ჩემპიონის,  ავთანდილი ჭრიკიშილის სახელი მიენიჭა. სპორტის ოსტატმა შოთა ხაბარელმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა სპორტის განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ჯამარაულს მადლობა გადაუხადეს.

მინისტრის - ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ძიუდოს დარბაზი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, სადაც გაკეთებულია გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის ტრენაჟორების ოთახი,  სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები. 

ღონისძიების დასასრულ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა დარბაზში მყოფ მოზარდებს კიმონოები უსახსოვრა.

ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება, რომლის ფართობი 370 კვ.მეტრია და 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

პროექტი  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის  ღირებულებამ 470 000 ლარი შეადგინა.

 

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 276
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
233
ნოემ 20 ორშ 2017
202
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240