გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

სართიჭალაში ახალი ძიუდოს დარბაზი დღეს ოფიციალურად გაიხსნა
12 ოქტ 2017
 

 

12 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ძიუდოს დარბაზი გაიხსნა.

ახალი სპორტული ცენტრი, სადაც სართიჭალელი და მუღანლოელი ახალგაზრდები ივარჯიშებენ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, გამგებელ - გოჩა ჯამარაულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - ვაჟა გენგაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნეს. 

საზეიმო ცერემონიას საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი და სპორტის დამსახურებული ოსტატი - შოთა ხაბარელი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქევხიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ღონისძიების დასასრულ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა დარბაზში მყოფ მოზარდებს კიმონოები უსახსოვრა.

აღსანიშნავია, რომ ძიუდოს დარბაზი თანამდეროვე სტანდარტებს შეესაბამება. გაკეთებულია გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. ასევე იფუნქციონირებს ტრენაჟორების ოთახი, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები. ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება. დარბაზი, რომლის ფართობი 370 კვ.მეტრია, 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულება 459 180 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 260
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
233
ნოემ 20 ორშ 2017
202
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240