გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

თანამედროვე დიოდური სანათები გარდაბნის მუნიციპალიტეტში
16 აგვ 2017
 

 

ქალაქ გარდაბანში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალ სამგორში, ლემშვანიერასა და ნაგებში გარე განათების ახალი სისტემის ე.წ დიოდური ნათურების მოწყობა დასრულდა.

ქალაქ გარდაბანში, ცენტრალურ ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიცვალა 414 ნათურა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბიზნეს ენერგია +“ - მა 293 000 ლარად შეასრულა.

სოფელ ლემშვენიერაში და ნაგებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად,  რეაბილიტირდა და ახალი დიოდური სანათები დამაგრდა 181 ბოძზე. რაც შეეხება ახალ სამგორს, პროექტის მიხედვით აქ 160 ლედ სანათი დამონტაჟდა. სამივე სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოები   შპს „ქსელმშენმა“ 437 980 ლარად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტიპის LED სანათების ძირითადი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც  ელექტროენერგიის ხარჯს 70-80 პროცენტით დაზოგავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 316
 
 
 
სიახლე
იან 00
529