გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ქალაქ გარდაბანში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი აშენდება
15 აგვ 2017
 

 

25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, დაიწყო ომი აფხაზეთში... საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 3.000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი... 9 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს კი რუსეთ-საქართველოს ომს ცხინვალში ემსხვერპლა 170 ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების პატივსაცემად, ქალაქ გარდაბანში მემორიალი აშენდება.

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის მიხედვით აშენდება მემორიალი, მემორიალის წინ დაიგება გრანიტის ფილები,  მოეწყობა გაზონი,  დამონტაჟდება დეკორატიული სანათები და კეთილმოეწყობა ბორდიურები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1226
 
 
 
სიახლე
იან 00
529