გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

აგვისტოს ომში დაღუპული გმირთა საფლავები გვირგვინით შეამკეს
08 აგვ 2017
 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა მიაგეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილმა, გამგებლის მოადგილე ირაკლი ჭელიძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა აზა ონიანმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა სერგი გიორგაძემ, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ბენდელიანმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული, გარდაბნელი ჯარისკაცების საფლავები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ოთხი გარდაბნელი სამხედრო მოსამსახურე: ლევან დევდარიანი, გენადი ხარძიანი, გიორგი სხვიტარიძე და ზურაბ ბეგიაშვილი დაიღუპნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 354
 
 
 
სიახლე
იან 00
529