გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

სართიჭალაში ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა
31 ივლ 2017
 

28 ივლისს 18:00 საათზე, სოფელ სართიჭალის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე ამირან გაჩეჩილაძის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა  ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ცენტრისა და ცამეტუბნის გუნდები დაუპირისპირდნენ.  დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ცენტრის უბანმა ანგარიშით 1:0 მოიპოვა.

გუნდებს სამახსოვრო სიგელები და მედლები გადაეცათ. თამაშის ბოლოს  სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებული 4 ფეხბურთელი გამოვლინდა, რომლებიც სპორტული მაღაზიის 200 ლარიანი ვაუჩერებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა გენგაშვილმა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ავთანდილ ჯანხოთელმა დააჯილდოვეს.

ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი სოფელ სართიჭალაში ყოველწლიურად ტარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 404
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
იან 00
529