გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

"სახელფასო ფონდიდან" გამგებლის საჩუქარი მოქალაქეს
05 ივლ 2017
 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა „გოჩა ჯამარაულის სახელფასო ფონდიდან“ სოფელ საცხენისის მკვიდრს, 90 წლის შალვა მამუკაშვილს პლაზმური ტელევიზორი შეუძინა.

 გამგებლის მოსახლეობასთან შეხვედრის დღეს მოსული მოქალაქის, შალვა მამუკაშვილის სურვილი საკუთარი ტელევიზორი ჰქონოდა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა რეალობად აქცია. მან პლაზმური ტელევიზორის შესაძენად „გოჩა ჯამარაულის ფონდიდან“ თანხა გამოყო და ახალსოფელში გამგებლის წარმომადგენლის მანანა ბიძინაშვილის მეშვეობით მოქალაქე შალვა მამუკაშვილს გადასცა.

„გამგებელთან ჩემი ერთ-ერთი პრობლემების მოსაგვარებლად მივედი. შემპირდა, რომ დამეხმარებოდა... დიდხანს ვისაუბრეთ. მკითხა რა გჭირდება სახლში, რა არ გაქვსო? ვუთხარი, რომ ჩემი ოცნება იყო ტელევიზორი მქონოდა. მან გამიცინა და მითხრა:  ბაბუ, მალე საკუთარი ტელევიზორი გექნებაო და მართლაც, მეორე დღეს მომიტანეს... მადლობა მინდა ვუთხრა გარდაბნის გამგებელს გოჩა ჯამარაულს იმ გულთბილი მიღებისთვის და გულისხმიერებისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინა. მიხარია უზომოდ გარდაბანს ასეთი ყურადღებიანი გამგებელი რომ ჰყავს“-აცხადებს ჩვენთან საუბარში შალვა მამუკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა ჯამარაულის ხელფასი სრულად „გოჩა ჯამარაულის ფონდში“ ირიცხება. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 707
 
 
 
სიახლე
ნოემ 27 ორშ 2017
123
ნოემ 20 ორშ 2017
102
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    დეკ 13 ოთხ 2017
    43