გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი

 

საქართველოს ყველა დასახლებაში მოქალაქეებს შეუძლიათ შექმნან დასახლების საერთო კრება, რომელსაც შეუძლია განიხილოს დასახლებაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.

საერთო კრების წევრი შეიძლება იყოს დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. კრებაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება აქვს ამ დასახლებაში უძრავი ქონების მფლობელს ან ფაქტობრივად მცხოვრებს.

დასახლებაში სადაც რეგისტრირებულია:

500-მდე ამომრჩეველი - იქმნება ერთი საერთო კრება

500-2000 ამომრჩეველი - იქმნება ერთი საერთო კრება, რომელიც იყოფა უბნის კრებებად

2000 ამომრჩეველი - შეიძლება შეიქმნას რამდენიმე საერთო კრება.

თუ დასახლებაში ერთხელ მაინც ჩატარდა საერთო კრება, მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია თქვენს დასახლებულ პუნქტში წელიწადში 2-ჯერ მაინც გამართოს საერთო კრება, ჩაგაბაროთ საქმიანობის ანგარიში და წინასწარ შეგითანხმოთ თქვენს დასახლებულ პუნქტში განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები.

საერთო კრებას შეუძლია:

  • განიხილოს დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები, დასახლებაში განსახორციელებელი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინონ შესაბამისი წინადადებები და მოსაზრებები.
  • ორგანიზება გაუწიოს დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში მოსახლეობის ჩართვას.
  • მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ.
  • გამგებლის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები.
  • მუნიციპალიტეტის წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები.
  • განიხილოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრებაზე ინიცირებული საკითხი.
  • უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს.

საერთო კრების რჩეული

საერთო კრებას შეუძლია საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს კრების რჩეული, რომელიც:

  • უძღვება საერთო კრებას
  • უზრუნველყოფს კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას
  • ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს
  • რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.

რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრებ მომდევნო საერთო შეკრებამდე ვადით. მისი უფლებამოსილების გაგრძელება შესაძლებელია ზდიზედ მხოლოდ 5-ჯერ.

საერთო კრების ჩატარების ორგანიზება

საერთო კრების მოწვევა შეუძლია:

  • დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს
  • მუნიციპალიტეტის გამგებელს - საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით
  • საერთო კრების რჩეულს

საერთო კრების ჩატარების ორგანიზება

  1. შექმენით არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი და განსაზღვრეთ თქვენს დასახლებულ პუნქტში ყველაზე მწვავე ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები
  2.  საერთო კრების ორგანიზებისთვის მუნიციპალიტეტში უნდა დაარეგისტრიროთ შემდეგი დოკუმენტაცია
  • განცხადება, რომელშიც მიეთითება საერთო კრების ჩატარების სურვილი, დრო და ადგილი.
  • საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
  • კრების დღის წესრიგი, რომელშიც განსახილველი საკითხები იქნება ჩამოთვლილი

რეგისტრაციის ცნობის მიღებიდან 1 თვეში უნდა შეაგროვოთ თქვენს დასახლებულ პუნქტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 5%-ის ხელმოწერები.

       3. მუნიციპალიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ თქვენ დასახლებაში გაავრცელეთ ინფორმაცია საერთო კრების ჩატარების შესახებ. გამგეობა ვალდებულია საინიციატივო ჯგუფს დაეხმაროს კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების, კრების ორგანიზებისა და წარმართვის პროცესში.

 

გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა შეიკრიბოს თქვენს დასახლებულ პუნქტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მინიმუმ 20%, საერთო კრების მუშაობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქალთა და მამაკაცთა მეტ-ნაკლებად თანაბარი მონაწილეობა.

  1. ჩაატარეთ საერთო კრება (ხელმოწერების წარდგენიდან არაუადრეს 15 დღის ვადაში), განიხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ რჩეული.
  2. საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება გააფორმეთ შესაბამისი ოქმით (კრების წამყვანის და მდივნის ხელმოწერით) და წარუდგინეთ მუნიციპალიტეტს.

 

 დასახლების საერთო კრება