გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი

21 აპრილს ქალაქ გარდაბანში, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (დ. აღმაშენებლის #73) სააღდგომო ღონისძიება გაიმართება. 


16:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კი სამუზეუმო ექსპონატების გამოფენას მოაწყობს.

 

კონცერტში, რომელიც საღამოს 17:00 საათზე გაიმართება, მონაწილეობას ანსამბლი „ქართული ხმები“, მაკა ზამბახიძე და სალომე ბაკურაძე მიიღებენ.

 

აღსანიშნავია, რომ სააღდგომო ღონისძიება ტრადიციად 2016 წელს დამკვიდრდა.