გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
მერია

 

ახლად არჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა
13 ნოემ 2017
 

 

13 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი - რამაზ ბუდაღაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მერის წარდგენას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.

რამაზ ბუდაღაშვილი თანამშრომლებს გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ ბერუაშვილმა წარუდგინა, რის შემდეგაც მერი სიტყვით გამოვიდა.

„მადლობას ვუხდი პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, მოსახლეობას, ჩემს ამომრჩეველს, მათ ვინც მომცა ან არ მომცა ხმა. ჩვენ ერთად შევიდგებით იმ დაპირებების შესრულებას, რაც წინასაარჩევნოდ გავეცით”

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა და ასევე პარლამენტის წევრმა გოდერძი ჩანქსელიანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს წარმატებული და ნაყოფიელი საქმიანობა უსურვეს.  

 
 
მნახველთა რაოდენობა: 297
 
 
 
 

2018 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
 
სიახლეები
იან 17 ოთხ 2018
240