გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი

 

 

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა:

 

1.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება;

2.სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმება;

3.მშენებლობის ნებართვის გაცემა;

 

 

სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტაცია:

 

მოქალაქემ, რომელსაც სურს მშენებლობის ნებართვის მოპოვება, მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში (გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა) უნდა წარადგინოს განცხადება, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

 

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შემადგენლობა

 

1. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიისათვის აუცილებელ, ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილ პირობებს.

 

2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ეხება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების განაცხადის შემადგენლობას.

 

3. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ მოიცავს:

 

ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ;

 

ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს.

 

4. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ:

 

ა) მიწის ნაკვეთის მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

 

ა1) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ;

 

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები;

 

გ) მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით ამ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად;

 

დ) მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

ე) მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

ვ) მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდრეობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

ზ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;

 

თ) მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ.: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება);

 

ი) საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება (მაგ.: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მოცილება, დამცავი ნაგებობები);

 

კ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა;

 

ლ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭიროების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგომარეობის შესახებ;

 

მ) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სხვა ინფორმაცია.

 

5. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს:

 

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს;

 

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს;

 

გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს;

 

დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას;

 

ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს;

 

ზ) სამშენებლო მოედნის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში;

 

 

მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

 

დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.

 

 განცხადებას თან უნდა დაერთოს:

 

ა) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობის) თაობაზე;

 

ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით;

 

გ) არსებობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;

 

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

 

ე) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი;

 

ვ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;

 

ზ ) შენობა ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები : სახელი /იურიდიული დასახელება , საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ . ფოსტის მისამართ),მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები , ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი ;

 

თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი;

 

ი) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის – ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

 

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის მიზნით:

 

განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ.

 

წარმოდგენილი იქნას უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი განმცხადებლის ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ.

 

 

I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში:

 

I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:

 

მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე; ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონსტრუქციების პროექტი;

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ გაეცნოთ მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებს:

 

1. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია:

 

ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა;

 

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე;

 

გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.

 

2. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

 

3. მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს:

 

ა) განცხადებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ასახვა;

 

ბ) საპროექტო სამუშაოებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების მოძიება;

 

გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის მომზადება;

 

დ) ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად სათანადო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენა და წარდგენა;

 

ე) საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობის წარდგენა;

 

ვ) საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა;

 

ზ) შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობა;

 

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო სხვა მოთხოვნების შესრულება.

 

4. მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შემდეგი დოკუმენტები:

 

ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;

 

ბ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა ამ დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად;

 

გ) სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;

 

დ) მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ამ დადგენილების 61-ე მუხლის შესაბამისად;

 

ე ) შენობა - ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი ან სქემა შენობა - ნაგებობის კლასის მიხედვით , მათ შორის :

 

ე . ა ) II კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული სქემა საჭირო დეტალიზაციით;

 

ე . ბ ) III და IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული პროექტი , რომელიც შედგება შენობა- ნაგებობის ძირითადიკონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან , მათ შორის, ფუძე - საძირკვლისაგან;

 

ე . გ ) V კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული პროექტი , რომელიც შედგება შენობა -ნაგებობის ძირითადიკონსტრუქციული სისტემისა და მისი ყველა სხვა კონსტრუქციული ელემენტის დეტალური პროექტისაგან .