გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
ანონსი

 

გარდაბნობა 2017
26 ოქტ 2017
 

  

28 ოქტომბერს, ქალაქ გარდაბანში  ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა“ გაიმართება.  ამ დღეს, ე.წ. თბილსრესის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, 12:00 საათზე  დაიწყება ჩემპიონატი ფეხბურთში, მკლავჭიდსა და ნარდში, სადაც  გამარჯვებულები სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდებიან.

15:00  საათიდან მოეწყობა ა(ა)იპ  ცენტრების  მიერ ორგანიზებული გამოფენები:  ა(ა)იპ კულტურის ცენტრი -  ხელნაკეთი ნივთების, თექის ნამუშევრების, გობელენისა და  ნახატების გამოფენას მოაწყობს, პარალელურად შესრულდება ცენტრთან არსებული ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ხალხურ საკრავთა ანსამბლების სხვადასხვა ნომრები. 

ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანება მუნიციპალიტეტში არსებული  წიგნადი ფონდის გამოფენას მოაწყობს. 

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობა  შემოდგომის კუთხეს მოაწყობს, ასევე  ნახატების გამოფენას გამართავს, ხოლო  გიტარის შემსწავლელი წრის მოსწავლეები სიმღერებს  შეასრულებენ.

ა.(ა)ი.პ ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი   - სოფლების  ნორიოს, მარტყოფისა და სართიჭალის მუზეუმებიდან უნიკალური  ექსპონატების გამოფენას მოაწყობს.  „ა.(ა)ი.პ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების  მქონე ბავშვებისათვის“ ბენეფიციარების - ხელნაკეთი ნივთების, თექის ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

16:00 საათიდან ერთსაათიან გასართობ შოუ-პროგრამას პატარებს პანტომიმის თეატრი და  მხიარული ანიმატორები შესთავაზებენ.

 17:00 საათზე, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება საზეიმო კონცერტი, სადაც ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ნუკრი კაპანაძე, თიკა ჯამბურია, გია ნიკოლაძე, ზურაბ მოსიავა და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.  მსვლელობის დროს სიგელებითა და გარდაბნის სიმბოლიკიანი ორგმინით დაჯილდოვდება მუნიციპალიტეტის 22 ოქროსმედალოსანი სკოლადამთავრებული, ხოლო გარდაბნის  ხუთ მკვიდრს მიენიჭება გარდაბნის საპატიო მოქალაქის სტატუსი, რომლებსაც  სიგელები და მედლები გადაეცემათ.   ღონისძიებას   ცნობილი წამყვანები,  თაკო ჩორგოლეიშვილი და ანდრია გველესიანი წაიყვანენ,  კონცერტს კი  ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი “33 ა“ დაასრულებს. ღონისძიება  გრანდიოზული  ფოიერვეკით დასრულდება.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 299
 
 
 
ანონსი
იან 17 ოთხ 2018
240
დეკ 13 ოთხ 2017
317
ნოემ 20 ორშ 2017
522
ოქტ 26 ხუთ 2017
300
სექ 28 ოთხ 2016
1198
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240