გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
ანონსი

 

9 მაისის ღონისძიების ანონსი
05 მაი 2017
 

9 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2017 წლის 22 თებერვლის  №9 დადგენილების, მე-12 მუხლის თანახმად, 9 მაისის დღესასწაულისთვის ომის ვეტერანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად საბანკო ანგარიშზე  300 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 200 ლარი ჩაერიცხებათ.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №838-ე დადგენილების საფუძველზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები  600 ლარით, ხოლო ომის ვეტერანთა ოჯახის  წევრები 300 ლარით დასაჩუქრდებიან.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72-ე წლისთავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავენ.

13:00 საათზე, სოფელ ნორიოში,  ადგილობრივი თვითმართველოს ხელმძღვანელი პირები ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ, გაიმართება მცირე კონცერტი.

14:30 საათზე,  სოფელ მარტყოფის კულტურის სახლში საზეიმო კონცერტი ჩატარდება, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დაესწრებიან. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილის  მისალოცი ბარათები და  გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ცნობისათვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 14 ვეტერანი და 29 მათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 958
 
 
 
ანონსი
სექ 28 ოთხ 2016
1015